საგანი:ისტორია
კლასი: მე-12
მასწავლებელი:დავით ნავდარაშვილი
საგაკვეთილო დრო:45 წთ
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ეროვნული მოძრაობა საქართველოში
|
||||||
სწავლების საფეხური
|
საშუალო საფეხური: მე-12
კლასი
|
||||||
მოსწავლეთა პროფილი
|
13 მოსწავლე;სსსმ მოსწავლე კლასში არ არის.
|
||||||
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გაკვეთილი არის გამჭოლი კომპეტენციის
განვითარებაზე ორიენტირებული, წიგნიერება, მედიაწიგნიერება.
მოსწავლეები შეიძენენ დროსა და სივრცეში ორიენტაციის უნარს;
მოსწავლეები შეძლებენ: პრობლემების გააზრებას დაკავშირების დადგენას, ინფორმაციის ორგანიზებას;
მოსწავლეებს განუვითარდებათ: მსჯელობის უნარი, რეფერატის დაწერის უნარი, სწავლის უნარი, თანამშრომლობის უნარი,
|
||||||
გაკვეთილის მიზნები და შედეგები:
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
|
მოსწავლეები გაანალიზებენ საქართველოს მდგომარეობას რუსეთის
იმპერიის შემადგენლობაში, იმსჯელებენ ეროვნული მოძრაობის ეტაპებზე, განაზოგადებენ
მსგავსება-განსხვავებებს პარტიებს შორის, გააკეთებენ ანალიზს, ჩაატარებენ კვლევას და რეფერატის დაწერით
მოახდენენ სინთეზირებას მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის
დასაწყისის პოლიტიკური მიმდინარეობების შესახებ.
ისტ. XII.3. მოსწავლეს შეუძლია XIX
და XX საუკუნეებში მმართველობით სტრუქტურებში მომხდარი ცვლილებების
ანალიზი.
·
მსჯელობს
სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში ცვლილებების აუცილებლობის შესაძლო მიზეზებზე;
ისტ.
XII.6. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა საზოგადოების ცნობიერებაზე ახალი და უახლესი
ისტორიის პერიოდში ჩამოყალიბებული სოციალური სტრუქტურების გავლენის შესახებ.
ისტ. XII.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
კულტურების ურთიერთების კვლევა.
·
საკლასო დისკუსიისას მსჯელობს ევროპული და აღმოსავლური კულტურების ურთიერთმიმართებაზე და თითოეულის გავლენაზე XIX-XX საუკუნების ქართულ კულტურაზე;
|
||||||
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ ილია ჭავჭავაძის
პიროვნება და შემოქმედება, იცნობენ საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
არსებობის ისტორიას.
|
||||||
მოსწავლეთა ორგანიზება
|
მთელი კლასი, ინდივიდუალური, ჯგუფური
|
||||||
შეფასება
|
განმავითარებელი შეფასება (ზეპირი). რეფერატის
შეფასების რუბრიკა.
|
||||||
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
1.სახელმძღვანელო:გვანცა აბდალაძე,ბონდო კუპატაძე,ნატა ახმეტელი,
ნიკო მურღულია ,,ისტორია.’’
2. რუკა,დაფა,ცარცი, ფურცლები, მარკერი,კომპიუტერი, პროექტორი.
|
||||||
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო საკითხები –1 წუთი
შევახსენებ ქცევის წესებს ფურცელზე ჩამოწერილი
ტექსტის თვალსაჩინო ადგილზე გაკვრით: 1.სიტყვას ხელის აწევით ვითხოვთ; 2.ერთი
ლაპარაკობს ყველა ვისმენთ.
მოსწავლეები სხედან წრიულად, საკუთარი
ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით.
A ფაზა–გამოწვევა:
აქტივობა1. დრო: 5 წუთი
მასწავლებელი მოსწავლეებს განუმარტავს ეროვნული მოძრაობის მნიშვნელობას,
ერების თვითგამორკვევისა და იმპერიების დამხობის მნიშვნელობას. მოსწავლეები
უსმენენ ილია ჭავჭავაძის ლექსს ,,მესმის, მესმის“, ასევე მასწავლებელი გონებრივი
იერიშით ახდენს წინარე ცოდნის მობიზებას მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარის
დასაწყისში რუსეთის იმპერიაში მიმდინარე რეფორმების შესახებ და საქართველოსთან
მიმართებაში ბატონყმობის გაუქმების თავისებურებებს. აჩვენებს ნახატს -ილია ჭავჭავაძე, რუკაზე
აჩვენებს XIX საუკუნის საქართველოს.
აქტივობა 2. დრო:
3 წუთი
სვამს კითხვებს მთელ კლასთან:
1. რატომ იყო მნიშვნელოვანი საქართველოსათვის მთავარმართებლის
მეფისნაცვლით ჩანაცვლება?
2.რა
სარგებელი მოუტანა ვორონცოვის პოლიტიკამ რუსეთს და რა - საქართველოს?
3.საგლეხო რეფორმის რომელი მუხლის წინააღმდეგ გამოდიოდა
ილია ჭავჭავაძე.
აქტივობა 3. დრო: 2
წუთი
შეფასება - შეჯამება განმავითარებელი
კომენტარებით.
B ფაზა -ცოდნის კონსტრუირება;
აქტივობა 4. დრო: 12 წუთი
სახელმძღვანელოში მოცემული წერილობითი ტექსტისა
და წყაროებზე მუშაობა. ტექსტისა და წერილობითი წყაროს ანალიზი სტრატეგია - ,,ვიცი - მინდა გავიგო - გავიგე“ საშუალებით.
მასწავლებელი ავალებს თითოეულ მოსწავლეს, რომ
ტექსტის წაკითხვამდე, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით შეავსოს პირველი და მეორე
გრაფა, ტექსტის წაკითხვის შემდეგ კი - მესამე.
აქტივობა 5. დრო: 5
წუთი
დამატებით წყაროზე მუშაობა. მოსწავლეები ეცნობიან
აკაკი ბაქრაძის და მჭედლიშვილის სტატიებს და აძლევენ შეფასებებს სტატიაში
გამოთქმულ მოსაზრებებს.
აქტივობა 6. დრო: 4
წუთი
ილია ჭავჭავაძის
ეპოქის გათავისებისა და მეტაკოგნიციის განვითარებისათვის მასწავლებელი
მოსწავლეებს სთავაზობს საორგანიზაციო სქემა/დროის ცხრილით ქრონოლოგიის შედგენას.
მოსწავლეები მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენენ ეროვნული მოძრაობის დროის ცხრილს და აკეთებენ ჩანაწერს
რეფერატის მომზადებისათვის.
C ფაზა– გამთლიანება. მინი დისკუსია
აქტივობა 7. დრო: 4 წუთი
1. დაახლოებით იმავე პერიოდში რომელ ქვეყნებში მიმდინარეობდა მსგასი პროცესები?
2. როგორ წარიმართებოდა საქართველოს ეროვნული
მოძრაობა ილია ჭავჭავაძის გარეშე?
3. რა შედეგი მოუტანა საქართველოს თერგდალეულთა
მოღვაწეობამ?
|
||||||
აქტივობა 8. დრო: 2
წუთი
საშინაო დავალება–მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს რეფერატის
დაწერის წესებს, აძლევს დავალებას დაწერონ რეფერატი თემაზე: ,,პოლიტიკური მიმდინარეობები მე-19 საუკუნის
მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოში“.
მასწავლებელი პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს
აცნობს რეფერატის შეფასების კრიტერიუმებს.
|
|||||||
შეფასება
|
აქტივობა 9.
დრო: 2 წუთი
მოსწავლეთა შეფასება განმავითარებელი კომენტარებით.
|
რეფერატის შეფასების რუბრიკა
ამ შემთხვევაში მე-3, მე-5 და მე-6 კრიტერიუმები ფასდება 0-2 ქულით, ხოლო ყველა დანარჩენი 0 ან 1 ქულით. მაქსიმალური
ჯამი არის ათი ქულა.
მოსწავლის სახელი, გვარი
|
|||||
1.მიზანი/თეზისი
– კვლევის შედეგად გამოთქმული ძირითადი იდეა
|
1
|
||||
2.რეფერატის
ორგანიზება
|
1
|
||||
3.შინაარსის
კორექტულობა, ფაქტობრივი საიმედოობა
|
2
|
||||
4.ენობრივი
გამართულობა
|
1
|
||||
5.კვლევა
|
2
|
||||
6.შეთავაზებული მოსაზრების არგუმენტებითა და მაგალითებით გამყარება
|
|||||
7.დასკვნები
|
2
|
||||
1
|
|||||
ჯამი
|
10
|
მასწავლებლის თვითშეფასება
ძლიერი მხარე
|
სუსტი მხარე
|
მოსწავლეები ძალიან აქტიურობდნენ, ხალისითmuSaobdnen
cxrilebTan, ძალიან კარგად აითვისესკატეგორიზაციის
ცხრილის არსი, მსჯელობენსწორად და დალაგებულად.
|
არ იყო გამოყენებული ისტ ტექნოლოგიები
|
ცვლილება
|
მოსალოდნელი შედეგი
|
გაკვეთილის გამრავალფეროვნება უნდა მოხდეს კომპიუტერის
და ვიდეო მასალის გამოყენებით
|
მოსწავლეები უკეთ შეძლებენ გიორგი სააკაძის
პიროვნების შეფასებას
|
No comments:
Post a Comment