სასარგებლო რესურსები


 გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი/ბიბლიოგრაფია
სტატიას ბოლოს უნდა დაერთოს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი/ბიბლიოგრაფია, სადაც წარმოდგენილი იქნება სტატიაში გამოყენებული წყაროები. სტატიაში წყაროების მითითებისას და ბიბლიოგრაფიის შედგენისას იხელმძღვანელეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის წყაროების მითითების წესებით.

სტატიის ტექსტის დაფორმატებისას გამოიყენება შემდეგი პარამეტრები:
·         შრიფტი - (Unicod-ში კოდირებული შრიფტი, Sylfaen ან მსგავსი);
·         ტექსტის შრიფტის ზომა - 12;
·         სათაურების შრიფტის ფორმა და ზომა: პირველი დონის სათაური - 14, გამუქებული და სწორი; მეორე დონის სათაური - 12, გამუქებული და დახრილი; მესამე დონის სათაური - 12 და დახრილი;
·         რთული სტრუქტურის მქონე სტატიაში შეიძლება შეგვხვდეს სამ დონეზე მეტი ქვედაყოფა. ქვეთავების რაოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა თავში. თუ თავის ან ქვეთავის დაყოფა ხდება, მაშინ დაყოფის ამ დონეზე მინიმუმ ორი ნაწილი/სექცია მაინც უნდა გამოიყოს. სათაურების დონეების გარჩევა ხდება იმით, რომ ერთი დონის სათაურები ერთნაირად არის გაფორმებული.
·         ქვეთავების და მათი ქვეერთეულების სათაურები იწერება ცალკე, ტექსტიდან გამოყოფილ სტრიქონზე. პირველი დონის სათაური ტექსტიდან დაშორებულია ორი სტრიქონით, მეორე დონის სათაური ერთი სტრიქონით და მესამე დონის სათაურსა და ტექსტს შორის კი არ არის გამოყოფილი სტრიქონი. მხოლოდ ყველაზე დაბალი დონის ქვეერთეულის სათაური იწერება იმავე სტრიქონზე, რომელზეც ძირითადი ტექსტი გრძელდება. ტექსტისგან მისი გამოყოფა კი ხდება იმით, რომ ის დახრილად იწერება და მის ბოლოს წერტილი დაისმის.
·         ტექსტის სტრიქონებს შორის მანძილი - 1.5;
·         ველები: მარჯვენა ველი - 2 სმ, მარცხენა ველი - 2.5 სმ, ზედა ველი - 2 სმ, ქვედა ველი 2 სმ
·         სტატიის გვერდები ინომრება არაბული ციფრებით.
ბოლო ცვლილება: Monday, March 26 2012, 8:39 



როგორც საბიბლიოთეკო, ისე ექსპერიმენტული კვლევითი ნაშრომების გაცნობის შემდეგ, წარმოგიდგენთ ბიბლიოგრაფიის მითითების ტექნიკას APA ფორმატის ფარგლებში.
·         წიგნი, რომელსაც ერთი ავტორი ჰყავს:
ავტორის გვარი, ინიციალი. (გამოცემის თარიღი). სათაური. გამოცემის ადგილი:
გამომცემელი.
კიდი, . (2002) კულტურა და იდენტურობა. ნიუ იორკი: პალგრეივ მაკმილანი.
·         წიგნი, რომელსაც ორი ან მეტი ავტორი ჰყავს:
ავტორის გვარი, ინიციალი., და ავტორის გვარი, ინიციალი. (თარიღი). სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემელი.
სუეილსი, .., და ფიკი, .. (1994). აკადემიური წერა მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. მიჩიგანი: მიჩიგანის უნივერსიტეტის პრესა.
·         წიგნი, რომელსაც რედაქტორი ჰყავს:
ავტორის გვარი, ინიციალი. (რედ.). (გამოცემის თარიღი). სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემელი.
სტანტონი, .., და ფარბმანი, . (რედ.). (2003). ქალის ავტოგრაფი: ავტობიოგრაფიის თეორია და პრაქტიკა. მიდლტაუნი: იბის პრესი.
·         სტატია ან დამოუკიდებელი თავი წიგნიდან, რომელსაც ერთი ან რამდენიმე რედაქტორი ჰყავს:
ავტორის გვარი, ინიციალი. (გამოცემის თარიღი). სტატიის ან თავის სათაური. წიგნში რედაქტორის გვარი, ინიციალი. (რედ.). წიგნის სათაური (გვერდები). გამოცემის ადგილი: გამომცემელი.
შილზი, . (2002). ცენტრი და პერიფერია. წიგნში სპილმენი, . (რედ.). კულტურის სოციოლოგია. ოქსფორდი: ბლექველი.
·         ხელახლა გამოცემული წიგნი:
ავტორის გვარი, ინიციალი. (გამოცემის თარიღი). სათაური. (მერამდენე გამოცემაა). გამოცემის ადგილი: გამომცემელი.
სორენსონი, . (2002). როგორ დავწეროთ კვლევითი ნაშრომი. (მე-3 გამ.). ნიუიორკი: არკო.
·         წიგნი, რომელსაც ავტორი ან რედაქტორი არა ჰყავს:
წიგნის სათაური. (გამოცემის თარიღი). გამოცემის ადგილი: გამომცემელი.
ვებსტერის ახალი ლექსიკონი. (1961). სპინგფილდი: მერიამი.
·         მრავალტომიანი ნაშრომი:
ავტორის გვარი, ინიციალი. (რედ.). (გამოცემის თარიღი). წიგნის სათაური. (ტომები).
გამოცემის ადგილი: გამომცემელი.
ბერი, .., სეგალი, .., და კაგიციბასი, . (რედ.). (1996). კროსკულტურული ფსიქოლოგიის ცნობარი. (1-3 .). ლონდონი: სეიგი.
·         ლექსიკონი:
სათაური. (მერამდენე გამოცემაა). (გამოცემის თარიღი). გამოცემის ადგილი: გამომცემელი.
ოქსფორდის მოკლე ინგლისური ლექსიკონი. (მე-5 .). (2002). ნიუ-იორკი: ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა.
·         სტატია ჟურნალიდან:
ავტორის გვარი, ინიციალი. (გამოცემის თარიღი). სტატიის სათაური. ჟურნალის სათაური, ტომის ნომერი, გვერდები (არ იწერება გვ.)
უიტკროფტი, . (2004, ივნისი). ტონი ბლერის ტრაგედია. ატლანტიკა, 293, 56-72.
·         სტატია გაზეთიდან:
ავტორის გვარი, ინიციალი. (გამოცემის თარიღი). სათაური. გაზეთის სათაური, გვერდები (იწერება გვ.).
მოურისი, . (2003, 17 მარტი). პოლიტიკა - ბინძური თამაში? ნიუ იორკ თაიმსი, გვ. 11-12.
·         დისერტაცია ან ავტორეფერატი:
ავტორის გვარი, ინიციალი. (გამოცემის თარიღი). სათაური. დისერტაცია, უნივერსიტეტი, მისი მდებარეობა.
წულაძე, . (2003). სოციალიზაციის ზოგიერთი პრობლემა ქართული კულტურის კონტექსტში (ავტონომიურობა და სანქციები . საკანდიდატო დისერტაცია, ივ. ჯავახიშვილის სახ.-ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.
·         ლექციაზე მიცემული მასალა:
ლექტორის გვარი, ინიციალი. (თარიღი). სათაური. მასალა წარმოდგენილი ამა და ამ ლექციაზე, უნივერსიტეტი, მისი მდებარეობა.
წულაძე, . (2005, აპრილი). მშობელთა რწმენის სისტემები კულტურაში. მასალა წარმოდგენილი კულტურის სოციოლოგიის ლექციაზე, ივ. ჯავახიშვილის სახ.-ის თბილისი სახ.-ფო უნივერსიტეტი, თბილისი.
·         სამთავრობო დოკუმენტი:
სამინისტროსა თუ დაწესებულების სახელწოდება. (გამოცემის თარიღი). დოკუმენტის სათაური (პუბლიკაციისა თუ ბრძანების ნომერი). გამოცემის ადგილი: გამომცემელი.
მენტალური ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტი. (1982). ტელევიზია და ქცევა: სამეცნიერო პროგრესის 10 წელი (DHHS პუბლიკაცია A 82-1195). ვაშინგტონი: აშშ- მთავრობის გამომცემლობა.
·         არანაბეჭდი წყაროები:
გვარი, ინიციალი. (პოზიცია). (თარიღი). სათაური [ფილმი, ტელეგადაცემა...]. გამოცემის ადგილი: გამომცემელი.
რედფორდ, . (რეჟისორი). (1980). უბრალო ადამიანები [ფილმი]. ჰოლივუდი: პარამაუნტი.
·         მასალა ინტერნეტიდან:
ავტორის გვარი, ინიციალი. (ინტერნეტში პუბლიკაციის თარიღი). დოკუმენტის სათაური. ნაშრომის სათაური სრულად. ნაშრომის ინტერნეტში მოძიების თარიღი და საიტის მისამართი.
·         ინტერნეტ-წიგნი
ბრაიანტ, . (1999). ბიომრავალგვარობა და დიალოგი. მოძიებული 4 ოქტომბერი, 1999, http:/www.
·         საგაზეთო სტატია ინტერნეტიდან
აზარი, ., და მარტინი, . (ოქტომბერი, 1999). უმაღლესი სკოლის ფსიქოლოგია. APA მონიტორი. მოძიებულია 7 ოქტომბერი, 1999, http:/www....
ჟურნალის სტატია ინტერნეტიდან
ფაინი, ., და კურდეკი, .. (1993). რეფლექსია. საგანმანათლებლო რეფორმის საკითხებზე. ამერიკელი ფსიქოლოგი, 48, 1141-1147. მოძიებულია 7 ივნისი, 1995. http:/www. .........
[APA References. Retrieved 22 May, 2005 from http:/webster.comment.edu/ada.htm]



No comments:

Post a Comment