პროექტები

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
დავით ნავდარაშვილი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
მცხეთა, ს. ძეგვი
სკოლა
ძეგვის საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
ტოტალიტარიზმი მსოფლიოში
პროექტის შინაარსი
პროექტის მთავარი იდეა:  ისტორიული ფაქტების დახმარებით წარმოჩინდება ტოტალიტარული მმართველობის არსი საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის მაგალითზე.
პროექტის აქტუალობა: ამ პროექტის საშუალებით ბავშვები გაიგებენ თუ რა ცვლილებები მოხდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ევროპაში. შეისწავლიან, დაახარისხებენ და გაანალიზებენ რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე წარმოშობილი საბჭოთა კავშირისა და გერმანიაში ხელისუფლებაში მოსული ნაცისტური ხელისუფლების  მიერ გატარებულ რეპრესიებს, ძალადობრივი მმართველობის ანტიჰუმანურ არსს და დამანგრეველ ძალას. ამ სახელმწიფოების არსებობის გლობალურ გავლენას მთელ მსოფლიოზე.

საგანი/საგნები
ისტორია
საფეხური/კლასი
საშუალო საფეხური, XII კლასი
პროექტის განხორციელების დრო
 6 კვირა,
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ისტ. XII.3. მოსწავლეს შეუძლია   XIX  და XX საუკუნეებში მმართველობით სტრუქტურებში მომხდარი ცვლილებების ანალიზი.
ისტ. XII.5. მოსწავლეს შეუძლია   XIX  და XX საუკუნეებში  სოციალური სტრუქტურების ურთიერთ¬მიმართების კვლევა.
ისტ. XII.6.  მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობა საზოგადოების ცნობიერებაზე ახალი და უახლესი ისტორიის პერიოდში ჩამოყალიბებული სოციალური სტრუქტურების გავლენის შესახებ.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
•           მსჯელობს სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში ცვლილებების აუცილებლობის შესაძლო მიზეზებზე;
•           ჯგუფური მუშაობისას ადარებს სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა მოდელს  (მონარქიული, კონსტიტუციურ-მონარქიული, საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ავტორიტარული რესპუბლიკა); იძლევა საკუთარ შეფასებას თითოეული მათგანის ნეგატიური და პოზიტიური მხარეების შესახებ;
•           ირჩევს  სხვადასხვა ქვეყნის (რეგიონის) ორი მოღვაწის პოლიტიკურ იდეებს, ადარებს მათ და მსჯელობს, თუ რა გავლენა იქონია თითოეულმა მათგანმა  მსოფლიოს ან რეგიონის პოლიტიკურ განვითარებაზე; 
•           ადარებს ორი ან სამი ქვეყნის სოციალურ სტრუქტურებს და მიუთითებს მათ განსხვავებებსა და მსგავსებებზე;
•           აჯგუფებს სხვადასხვა ქვეყანის განსხვავებული სოციალური ფენების წარმომადგენლებს და მსჯელობს მათ სოციალურ სტატუსზე;
•           ჩამოთვლის ახალი და უახლესი ისტორიის პერიოდში ჩამოყალიბებულ სოციალურ სტრუქტურებს. მსჯელობს მათ შორის არსებული მსგვსებებისა და განსხვავებების შესახებ;
•           განმარტავს პოლიტიკური პარტიის ცნებას და აცნობიერებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის მნიშვნელობას;


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რა არის ტოტალიტარიზმი?
თემატური


1.თქვენი აზრით რა განაპირობებს ავტორიტარული მმართველობის წარმოშობას?
2. რა დამახსიათებელი ნიშნები აქვს ტოტალიტარიზმს?
3. რამდენად მოქმედებს ეკონომიკურ განვითარებაში ჩამორჩენა ამა თუ იმ სახელმწიფოში ტოტალიტარული სისტემის ფორმირებაზე?

შინაარსობრივი კითხვები
1. რა გარემოებებმა შეუწყო ხელი სტალინის მე-20 საუკუნის უდიდეს დიქტატორად ჩამოყალიბებას?
2.დაასახელე ნაცისტების მთავარი მიზნები და მათი განხორციელების გზები.
3.რა ფაქტორებმა განაპირობა გერმანია-იტალია-იაპონიის კავშირის შექმნა?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
კითხვა-პასუხი, ვერბალური ახსნა.
 მინილექცია მოსწავლეებთან წიგნიერების საჭიროების, მისი მნიშვნელობისა და მისი დონის ამაღლების შესაძლებლობების შესახებ

კითხვარი ბოლო პერიოდში წაკითხული კლასგარეშე ლიტერატურის ნუსხის დასადგენად.
პროექტის მსვლელობისას
 დაკვირვება, დისკუსიის და პრეზენტაციის კრიტერიუმები
 დისკუსიის და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები.
პროექტის დასრულების შემდეგ
კითხვარი მოსწავლეებისათვის პროექტით მიღებული ცოდნისა და პროექტის მიმდინარეობის პროცესში წარმოჩენილ პრობლემათა დასადგენად.

კითხვარი მშობლებისათვის გარეშე თვალით დანახული პროექტის მიმდინარეობის , საჭიროებისა და ხარვეზების დასადგენად.
შეფასების მოკლე მონახაზი
მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად და პროექტის სწორად დაგეგმვისათვის პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს შევავსებინებ კითხვარს იმის შესახებ, თუ რა იციან ტოტალიტარიზმის შესახებ. რომელ სახელწიფოებში დამყარდა ავტორიტარული რეჟიმები. ეს კითხვარი წარმოაჩენს მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისათვის ზრუნვის აუცილებლობის ხარისხს და ასევე დამეხმარება ასაკობრივი სპეციფიკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით პროექტის ფარგლებში დასამუშავებელი საკითხების ნუსხის შერჩევაში.

დისკუსიის შეფასების რუბრიკა
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
2
მსჯელობს არგუმენტირებულად
2
აკეთებს დასკვნებს
2
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
2
კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
2








პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
ინფორმაცია  პასუხობს თემას
1
თემის განხილვისას თანმიმდევრულია
1
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
1
ადარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
1
აკეთებს დასკვნებს
1
პასუხობს  კლასის შეკითხვებს
1
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
1
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
1
იყენებს თვალსაჩინოებას
1
იცავს დროის ლიმიტს
1

პროექტის ბოლოს მოსწავლეები და მშობლები ავსებენ კითხვარებს პროექტის წარმატებით თუ წარუმატებლობით განხორციელების დასადგენად. (იხ. კითხვარების ნიმუშები)

კითხვარი პროექტის მონაწილეთათვის
გთხოვთ ათბალიანი შეფასებით შეაფასოთ პროექტის მიმდინარეობა და შედეგები!
(შემოხაზეთ სასურველი შეფასება და კომენტარი გაუკეთეთ თქვენს შეფასებებს)
1.რამდენად გასაგები და მისაღები იყო თქვენთვის ეს პროექტი?
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
2.რამდენად გამჭვირვალე და ობიექტური იყო შეფასების სისტემა და თავად შეფასება?
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
3.რამდენად საინტერესოდ იყო შერჩეული ნაწარმოებები პროექტისათვის?
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
4.რას მოელოდით ამ პროექტისაგან და რამდენად გაამართლა თქვენი იმედები?
პასუხი:-------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
5.გსურთ , რომ კიდევ გაგრძელდეს მსგავსი პროექტი?
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
6. თქვენი აზრით, რა ხარვეზი ჰქონდა ამ კონკრეტულ პროექტს?
პასუხი:
7. რა მოგცათ პირადად თქვენ ამ პროექტმა?
პასუხი:-------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------

კითხვარი პროექტის მონაწილეთა მშობლებისათვის

გთხოვთ ათბალიანი შეფასებით შეაფასოთ პროექტის მიმდინარეობა  და შედეგები!
(შემოხაზეთ სასურველი შეფასება  და უპასუხეთ დასმულ შეკითხვებს)
1.რამდენად მისაღები იყო თქვენთვის ეს პროექტი?
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
2.რამდენადგამჭვირვალედაობიექტურიიყოშეფასებისსისტემადათავადშეფასება?
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
3.რამდენად საინტერესოდ იყო  შერჩეული ნაწარმოებები პროექტისათვის?
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
4.რას მოელოდით ამ პროექტისაგან და რამდენად გაამართლა თქვენი იმედები?
პასუხი:-------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
5.გსურთ , რომ კიდევ გაგრძელდეს მსგავსი პროექტი?
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
6. თქვენი აზრით, რახარვეზი ჰქონდა ამ კონკრეტულ პროექტს?
პასუხი:-------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------
7. რა მოგცათ პირადად თქვენ და თქვენს შვილს ამ პროექტმა?
პასუხი:-------------------------------------------------------------------------------------------------


სხვა საკითხები
წინარეცოდნა
უცხო ტექსტის აღქმისა და გააზრების უნარი, ინტერნეტით სარგებლობისა და დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიების უნარები. გუნდური მუშაობის უნარი.
სასწავლო პროცედურები
გაეცნობიან, განსაზღვრავენ პროექტის მიზნებს, მსვლელობას და შედეგებს. შეაფასებენ შესასწავლი საკითხების ღირებულებას. განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ პრობლემურ საკითხების ანალიზს.
მოსწავლეები გაიხსენებენ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიოს და კერძოდ, ევროპისა და რუსეთის პოლიტიკურ ვითარებას, გაანალიზებენ რამ გამოიწვია რევოლუციები და ხელისუფლებების ცვლილებები ამ ქვეყანებში და დაგეგმავენ საპროექტო თემის ირგვლივ კვლევის განხორციელების ხერხებს და მეთოდებს, გადანაწილდებიან ჯგუფებში. გაეცნობიან და განსაზღვრავენ პროექტის მიზნებს, მსვლელობას და შედეგებს. შეაფასებენ შესასწავლი საკითხების ღირებულებას. განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ პრობლემურ საკითხების ანალიზს.
მოსწავლეები შეისწავლიან და გაანალიზებენ წყაროებს საბჭოთა რეპრესიული სისტემის სტრუქტურის,  საბჭოთა გულაგის ბანაკების სისტემის, საბჭოთა საქართველოში ჩატარებული რეპრესიების, გერმანიის ნაცისტური პარტიის პროგრამის, ადოლფ ჰიტლერის წიგნის ,,მაინ კამპფ“ ძირითად იდეებს და დოკუმენტებს. კრიტიკულ აზროვნების გამოყენებით კერძო მსჯელობით მივლენ ზოგად დასკვნებამდე, ხოლო ანალოგიით დასკვნით ერთი კერძო მოვლენიდან ანალოგიურ მოვლენაზე გამოიტანენ დასკვნას.
პროექტით განსაზღვრულია  სამი კვლევითი ჯგუფის შექმნა. პირველი ჯგუფი გამოიკვლევს საჭოთა ტოტალიტარულ სისტემას, მეორე - გერმანიაში ნაცისტურ მმართველობას, მესამე - ტოტალიტარიზმის შედეგებს მსოფლიოში.
ჯგუფებში მუშაობა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს  მოვლენებისა და ფაქტების სინთეზირებით აღიქვან ისტორიული ფაქტების სიღრმე და მრავალმხრივობა.
ჯგუფებში დამუშავებული  მასალა აიკრიფება ელექტრონულ ფორმატში საპრეზენტაციო პროგრამა powerpoint-ში. მოპოვებული მასალით შეიქმნება პროექტის ანგარიში და გამოქვეყნდება  სკოლის ვებ-გვერდზე.

დიფერენცირებული სწავლება

კონკრეტულად ამ კლასის კონტიგენტის გათვალისწინებით სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე არ ირიცხება ამ  კლასში, რომელშიც დავგეგმე ეს პროექტი. თუმცა ასეთი მოსწავლეებისათვის შესაძლებელია მათი შესაძლებლობების ფარგლებში შესაბამისი დავალებების  შეთავაზება და მათი აქტიური ჩართვა პროექტში, ასევე მათი დასაქმება საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.







სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
საქართველოს ისტორიის ნარკვევები
სოლჟენიცინი, არქიპელაგი გულაგ-ი
ინვენტარი/მასალები
ლეპტოპი,  პროექტორი, დინამიკები, სურათები.
ინტერნეტრესურსები
http://googie.geინფორმაციის საძიებო სისტემა
http://www.transiate.google.com - ,,გუგლის“ თარჯიმანი
http://lib.ge – ელექტრონული ბიბლიოთეკა
http://wikipedia.org - თავისუფალი ენციკლოპედია

სხვა რესურსები
მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები სხვა კლასიდან/სკოლიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.




 სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის დავით ნავდარაშვილის (პ/ნ 31001012400)

რეფლექსია

პროექტზე ,,ტოტალიტარიზმი მსოფლიოში.“
2018 წლის 22  იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით მე-12 კლასში განვახორციელე სასწავლო პროექტი ,,ტოტალიტარიზმი მსოფლიოში.“
პროექტის მთავარი იდეა: ისტორიული ფაქტების დახმარებით წარმოჩინდება ტოტალიტარული მმართველობის არსი საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის მაგალითზე.
პროექტის აქტუალობა: ამ პროექტის საშუალებით ბავშვები გაიგებენ თუ რა ცვლილებები მოხდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ევროპაში. შეისწავლიან, დაახარისხებენ და გაანალიზებენ რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე წარმოშობილი საბჭოთა კავშირისა და გერმანიაში ხელისუფლებაში მოსული ნაცისტური ხელისუფლების  მიერ გატარებულ რეპრესიებს, ძალადობრივი მმართველობის ანტიჰუმანურ არსს და დამანგრეველ ძალას. ამ სახელმწიფოების არსებობის გლობალურ გავლენას მთელ მსოფლიოზე. განხილული იქნა თანამედროვე მსოფლიოში არსებული ტოტალიტარული მმართველობის სახელმწიფოები.
პროექტის მიზნები: კვლევის, ინფორმაციის მოძიების და კრიტიკული აზროვნების განვითარება.  ისტორიული ფაქტების დახმარებით შეისწავლიან და  წარმოაჩენენ ტოტალიტარული მმართველობის არსი საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის მაგალითზე.
 თემის საკითხები დაკავშირებული იყო ეროვნულ სასწავლო გეგმის მე-12 კლასის ისტორიის სტანდარტებთან:
ისტ. XII.3. მოსწავლეს შეუძლია   XIX  და XX საუკუნეებში მმართველობით სტრუქტურებში მომხდარი ცვლილებების ანალიზი.
ისტ. XII.5. მოსწავლეს შეუძლია   XIX  და XX საუკუნეებში  სოციალური სტრუქტურების ურთიერთ¬მიმართების კვლევა.
ისტ. XII.6.  მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობა საზოგადოების ცნობიერებაზე ახალი და უახლესი ისტორიის პერიოდში ჩამოყალიბებული სოციალური სტრუქტურების გავლენის შესახებ.
სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება მუდამ იწვევდა მოსწავლეების დაინტერესებას და ყოველთვის აქტუალური იყო. ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჩვენს დროში, რადგან ინფორმაციის საშუალებების სიმრავლემ და მრავალფეროვნებამ კიდევ უფრო დააშორა ახალგაზრდები წიგნს. მასწავლებლის პირდაპირი დანიშნულება და ვალდებულებაა შეაყვაროს კითხვა მოსწავლეებს, იზრუნოს მათ ინტელექტუალურ განვითარებაზე, შესძინოს და განუვითაროს სხვადასხვა ჟანრის, ტიპის ნაწარმოებების გაანალიზების უნარი.
მიუხედავად საკმაოდ დიდი მასშტაბისა, ვფიქრობ პროექტით მისაღწევ მიზანს მივაღწიე და შედეგზე გავედი. ამას მოწმობს პროექტის ბოლოს ჩატარებული ანონიმური გამოკითხვა მშობლების და მოსწავლეების, რომლებიც აბსოლუტურად დადებითად აფასებდნენ პროექტს.  საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები ხშირად იყენებენ წაკითხულ ნაწარმოებებს ისტორიულ პარალელებად, რაც ძალიან მახარებს და მიღწეული შედეგის გრძელვადიან პერსპექტივაზე მიმანიშნებს. პროექტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა მაქვს, ასევე მთელი პროექტის განმავლობაში განხორციელებული დავალებებისა და პროექტის ბოლოს შესაჯამებლად გამოყენებული კითხვარის ფაქტობრივი მასალაც. პროექტმა მასწავლა, რომ თითოეული აქტივობის განხორციელების შემდეგ აუცილებელია ანალიზი, შემდეგი ნაბიჯების სწორად დასაგეგმად.
პროექტის მიმდინარებისას მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრები გამოქვეყნებულია სკოლის ვებ-გვერდზე: www. dzegvisskola.ge.

დ. ნავდარაშვილი
05.03.2018 წელი















სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
დავით ნავდარაშვილი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
მცხეთა, ს. ძეგვი
სკოლა
ძეგვის საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
ვახტანგ მეექვსე და ენციკლოპედიური ეპოქა
პროექტის შინაარსი
პროექტის მთავარი იდეა: წარმოაჩინოს ვახტანგ VI -ის ღვაწლი XVIII საუკუნის დასაწყისის საქართველოს კულტურული აღორძინების საქმეში ისტორიული ფაქტების დახმარებით.
პროექტის აქტუალობა: ამ პროექტის საშუალებით ბავშვები გაიგებენ თუ რა ცვლილებები მოხდა საქართველოში ვახტანგის გამეფებასთან დაკავშირებით, განსაზღვრავენ მის მიერ გატარებულ რეფორმებს და  მოღვაწეობას კულტურის აღორძინებისა და განვითარებისათვის ისტორიულად მოკლე დროში.

საგანი/საგნები
ისტორია
საფეხური/კლასი
საშუალო საფეხური, X კლასი
პროექტის განხორციელების დრო
 6 კვირა,
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
სტ. XI.5. სწს შ   აქრთლომსოფლოში აშაო აგოლიტიკიკვნძკითხბი კვვა.
სტ.XI.7.  სწს შ  თუ მ ქტეალულულურზე რიი გაენს აალ.
სტ.XI.8. სწს შ   ულბი გაენკითხბი კვვა.

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
               სასწავლო პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები  მსჯელობენ ისტორიული დარგების ადგილსა და მნიშვნელობაზე ისტორიული პროცესის შესაძლებელი სისრულით აღდგენისა და აღქმისათვის;
               მსჯელობს სხვადასხვა  ისტორიული სკოლის წარმოშობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე და ადარებს ერთმანეთთან ამ სკოლების წარმომადგენლების ძირითად შეხედულებებს; გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას, რამდენად   განაპირობებს ისტორიული გარემო და ეპოქის ფასეულობები სხვადასხვა დროის ისტორიის თეორეტიკოსთა შეხედულებებს.
               შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
               დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით ირჩევს საკვლევად მისთვის საინტერესო ისტორიულ საკითხს (მოსწავლის არჩევანი შეიძლება განაპირობოს ისტორიული ნაშრომის, ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურის,  კინოფილმების, არქიტექტურული ძეგლების, სამუზეუმო ექსპოზიციების გაცნობამ ან რომელიმე თანამედროვე პოლიტიკური მოვლენით დაინტერესებამ);


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რატომ გვჭირდება კულტურა?
თემატური სტ.XI.7.  სწს შ  თუ მ ქტეალულულურზე რიი გაენს აალ.
სტ.XI.8. სწს შ   ულბი - თგაენკითხბი კვვა.
1.თქვენი აზრით კულტურის რომელი სფეროა ყველაზე მნიშვნელოვანი?
2.კულტურის რომელი დარგის წარმომადგენლად ისურვებდი რომ ყოფილიყავი?
3.დავით გურამიშვილის შემოქმედებაში როგორ აისახა XVIII საუკუნის პირველი ნახევრის რეალობა?

შინაარსობრივი კითხვები
1.ჩამოთვალე კულტურის სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები.
2.დაასახელე ვახტანგ მეექვსის ეპოქაში შექმნილი კულტურული ნაწარმოებები.
3.რა როლი შეასრულა ვახტანგ მეექვსის მიერ დაარსებულმა სტამბამ კულტურის განვითარებაში?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
მოსწავლეების ცოდნა შემოწმდება დიაგრამით k-w-l გაიხსენებენ - გაიაზრებენ - დაგეგმავენ.

თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხები K-W-L გრაფიკები
T - დიაგრამის გამოყენება.
პროექტის მსვლელობისას
 
ჯგუფური მუშაობა.
გახსნიან ბლოგს, სადაც გამოაქვეყნებენ პროექტის მსვლელობის ამსახველ მასალებს და რეაგირებას მოახდენენ კომენტარებზე.
შეადგენენ ჩეკლისტს. შეავსებენ თვითშეფასების ფურცელს.ჩატარდება დისკუსია.

პროექტის დასრულების შემდეგ
პრეზენტაციის მომზადება და ანგარიში.
დისკუსია.
შეფასება მოხდება კომენტარებით, გამოხმაურებით, თვითშეფასების ბარათებით და მიიღებენ უკუკავშირს.
შეფასების მოკლე მონახაზი
ქულები, კრიტერიუმები
      1–3
        4–5
         6–7
        8–10
შესავლის გაკეთება
ტრაფარეტული
და უინტერესოა
არის მცდელობა
აუდიტორიის დაინტერესების
საინტერესოდ არის მოწოდებული
მოძიებული აქვთ ისეთი დამატებითი მასალა, რომელიც მსმენელთა ინტერესს იწვევს
თემის წარმოდგენა
დარღვეულია ლოგიკა, თემა ბუნდოვნად არის წარმოდგენილი
ნაწილობრივ გასაგებია და განმარტებას მოითხოვს
ლოგიკურად არის აგებული, შეინიშნება მცირე ხარვეზები
თემა ლოგიკურადაა აგებული, წარმოდგენილი საკითხები ნათელია
ლაპარაკი
დაბნეულია და გაუგებრად ლაპარაკობს
ხშირად ჩერდება და ერთსა და იმავეს იმეორებს
გამართული და გასაგებია
გამართული და გასაგებია, საუბრობს დარწმუნებით და დამაჯერებლად
დასკვნების გაკეთება, მსჯელობა
არის მცდელობა
გაუმართავი და ულოგიკოა
ლოგიკურად და კარგად არის ჩამოყალიბებული
ლოგიკურია, კარგად არის ჩამოყალიბებული, ორიგინალურია
თვალსაჩინოების გამოყენება
იყენებს მწირად და შეუსაბამოდ
იყენებს მწირად და შესაბამისად
იყენებს ცხრილებს და დიაგრამებს შესაბამისად
ძალიან კარგად იყენებს ისტის ტექნოლოგიებს, წარმოდგენილი მასალა მდიდარია
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
 მოსწავლეებს შეუძლიათ ტექსტის აკრეფა ვორდის ფაილში და ახალი პრეზენტაციის შექმნა.ფლობენ ინტერნეტში მასალის მოძიების უნარ-ჩვევებს.
პროექტზე მუშაობისას გამოიყენებენ ტექსტურ რედაქტორს, გრაფიკული ელემენტების განთავსებას და შექმნიან სლაიდ-შოუს.
ანალიზის საფუძველზე - ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით გაანალიზებენ რა შეიძლება ყოფილიყო საქართველოს დაშლის მიზეზები და რა მოხდა გარეპოლიტიკური მდგომარების მხრივ ,,მესამე ძალის“ - რუსეთის გამოჩენის შემდეგ.

სასწავლო პროცედურები
გაეცნობიან, განსაზღვრავენ პროექტის მიზნებს, მსვლელობას და შედეგებს. შეაფასებენ შესასწავლი საკითხების ღირებულებას. განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ პრობლემურ საკითხების ანალიზს. სიმულაციის გამოყენებით მოსწავლეები როლური თამაშით იმსჯელებენ თვითონ როგორ მოიქცეოდნენ ვახტანგ მეფის ადგილზე.
მოსწავლეები გაიხსენებენ VXIII საუკუნის საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას, გაანალიზებენ რამ გამოიწვია შინააშლილობა ქვეყანაში და დაგეგმავენ საპროექტო თემის ირგვლივ კვლევის განხორციელების ხერხებს და მეთოდებს, გადანაწილდებიან ჯგუფებში.გაეცნობიან განსაზღვრავენ პროექტის მიზნებს, მსვლელობას და შედეგებს. შეაფასებენ შესასწავლი საკითხების ღირებულებას. განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ პრობლემურ საკითხების ანალიზს. სიმულაციის გამოყენებით მოსწავლეები როლური თამაშით იმსჯელებენ თვითონ როგორ მოიქცეოდნენ ვახტანგ მეფის ადგილზე.
კრიტიკულ აზროვნების გამოყენებით კერძო მსჯელობით მივლენ ზოგად დასკვნებამდე,ხოლო ანალოგიით დასკვნით ერთი კერძო მოვლენიდან ანალოგიურ მოვლენაზე გამოიტანენ დასკვნას.
შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისათვის მოსწავლეები სინთეზის საშუალებით მოვლენებისა და ფაქტების სინთეზირებით აღიქვამენ ისტორიული ფაქტების სიღრმეს და მრავალმხრივობას. ეს ამოცანა შესრულდება დავით გურამიშვილის ,,დავითიანისმეშვეობით.
დაიწყებენ მუშაობას მასალის ელექტრონულ ფორმატში გადატანისათვის.საპრეზენტაციო ფაილების შექმნის შემდეგ მოპოვებული მასალით შეიქმნება პროექტის ანგარიში და გამოქვეყნდება  სკოლის ვებ-გვერდზე.
კრიტიკულ აზროვნების გამოყენებით კერძო მსჯელობით მივლენ ზოგად დასკვნებამდე,ხოლო ანალოგიით დასკვნით ერთი კერძო მოვლენიდან ანალოგიურ მოვლენაზე გამოიტანენ დასკვნას.
შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისათვის მოსწავლეები სინთეზის საშუალებით მოვლენებისა და ფაქტების სინთეზირებით აღიქვამენ ისტორიული ფაქტების სიღრმეს და მრავალმხრივობას. ეს ამოცანა შესრულდება დავით გურამიშვილის ,,დავითიანისმეშვეობით.
დაიწყებენ მუშაობას მასალის ელექტრონულ ფორმატში გადატანისათვის.საპრეზენტაციო ფაილების შექმნის შემდეგ მოპოვებული მასალით შეიქმნება პროექტის ანგარიში და გამოქვეყნდება  სკოლის ვებ-გვერდზე.
დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
დამატებითი დრო სწავლისთვის,  მოდიფიცირებული დავალებები, ჯგუფური მუშაობა, დავალებების კალენდარი, ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტები.
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
ტექსტები მშობლიურ ენაზე, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, სათარგმნი პროგრამები.  ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტები.
ნიჭიერი მოსწავლეები
რთული დავალებების შესრულება, სიღრმისეული კვლევა მის მიერ შერჩეულ თემაზე,  პროექტის პრეზენტაცია.




სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
საქართველოს ისტორიის ნარკვევები IV ტომი
ივანე ჯავახიშვილი - ქართველი ერის ისტორია
ინვენტარი/მასალები
ფოტო აპარატი, პროექტორი, დინამიკები...
ინტერნეტრესურსები
http://googie.ge -  ინფორმაციის საძიებო სისტემა
http://www.transiate.google.com - ,,გუგლის“ თარჯიმანი
http://lib.ge – ელექტრონული ბიბლიოთეკა
http://wikipedia.org - თავისუფალი ენციკლოპედია

სხვა რესურსები
მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები სხვა კლასიდან/სკოლიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.







სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის დავით ნავდარაშვილის (პ/ნ 31001012400)

რეფლექსია

პროექტზე ,,ვახტანგ მეექვსე და ენციკლოპედიური ეპოქა“.
2017 წლის 1-ლი ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით მე-10 კლასში განვახორციელე სასწავლო პროექტი ,,ვახტანგ მეექვსე და  ენციკლოპედიური  ეპოქა“.
პროექტის მთავარი იდეა: წარმოაჩინოს ვახტანგ VI -ის ღვაწლი XVIII საუკუნის დასაწყისის საქართველოს კულტურული აღორძინების საქმეში ისტორიული ფაქტების შესწავლისა და ანალიზის  დახმარებით.
პროექტის აქტუალობა: ამ პროექტის საშუალებით ბავშვები გაიგებენ თუ რა ცვლილებები მოხდა საქართველოში ვახტანგის გამეფებასთან დაკავშირებით, განსაზღვრავენ მის მიერ გატარებულ რეფორმებს და  მოღვაწეობას კულტურის აღორძინებისა და განვითარებისათვის ისტორიულად მოკლე დროში.
პროექტის მიზნები: კვლევის, ინფორმაციის მოძიების და კრიტიკული აზროვნების განვითარება. მოსწავლეები გაეცნობიან თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ვახტანგ მეექვსის მეფობის პერიოდში კულტურული აღორძინების ხანა.
თემის საკითხები დაკავშირებული იყო ეროვნულ სასწავლო გეგმის მე-10 კლასის ისტორიის სტანდარტებთან:
ისტ.X. 1. მოსწავლეს შეუძლია ანალიტიკური მსჯელობა ისტორიის ქრონოლოგიისა და პერიოდიზაციის საკითხებზე.
ისტ.X.4. მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს და შეაფასოს  ისტორიული მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაციები.
ისტ.X.7. მოსწავლეს შეუძლია  ისტორიულ კვლევ დაგეგმა და ატარებ.
21-საუკუნის უნარ-ჩვევები: შემოქმედებითობა და გამომგონებლობა კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა, მედიაწიგნიერება.
მასწავლებლის მიერ შედგენილი ბუკლეტით მოსწავლეები გაეცვნენ სასწავლო პროექტის თემას და შინაარსს. პროექტის აქტუალობის განსაზღვრის შემდეგ ხდება წინარე ცოდნის აქტივირება და  პროექტის მსვლელობის დაგეგმვა. მოსწავლეებს ვანაწილებ ჯგუფებში ცოდნისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. იქმნება სამი თემატური ჯგუფი: 1. ვახტანგ მეექვსის პოლიტიკური მოღვაწეობა. 2. ვახტანგ მეექვსე და ენციკლოპედიური ხანა საქართველოში. 3.ვახტანგ მეექვსისა და თანმხლები ამალის ემიგრაცია რუსეთში.
მოსწავლეებთან ერთად  საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ, შეიქმნა პროექტის გეგმა და დადგინდა მისი განხორციელების ეტაპები.
სხვადასხვა სახის რესურსების გამოყენებითა და  მოკვლევით, შეჯერებით, ანალიზით, განზოგადებით და შეფასებით მოსწავლეებმა შეადგენეს საპრეზენტაციო მასალა. პროექტის დასკვნით ნაწილში მოსწავლეები საზოგადოების ფართო ფენებში გასავრცელებლად მოამზადეს მოსაწვევები ბუკლეტის სახით. თითოეულმა ჯგუფმა დათქმულ ვადაში წარმოადგინა მოპოვებული მასალა. შეიქმნა პროექტის ანგარიში და მოხდა პროექტის პრეზენტაცია. პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების ბარათები.
სასწავლო პროექტის მსვლელობისას მონაწილეებმა შეაფასეს შესასწავლი საკითხების ღირებულება. განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმეს პრობლემურ საკითხების ანალიზს. მათ სიმულაციის გამოყენებით  როლური თამაშით იმსჯელეს იმის შესახებ, თუ თვითონ როგორ მოიქცეოდნენ ვახტანგ მეფის ადგილზე.
მოსწავლეებმა გაიხსენეს VXIII საუკუნის საქართველოს პოლიტიკურ ვითარება, გაანალიზებენ რამ გამოიწვია შინააშლილობა ქვეყანაში და დაგეგმეს საპროექტო თემის ირგვლივ კვლევის განხორციელების ხერხები და მეთოდები.
შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისათვის მოსწავლეები სინთეზის საშუალებით მოვლენებისა და ფაქტების სინთეზირებით აღიქვამდნენ ისტორიული ფაქტების სიღრმეს და მრავალმხრივობას. ეს ამოცანა შესრულდა დავით გურამიშვილის ,,დავითიანის“ მეშვეობით.
პროექტის ფარგლებში დამუშავებული მასალა ელექტრონულ ფორმატში გადატანეს. საპრეზენტაციო ფაილების შექმნის შემდეგ მოპოვებული მასალით შეიქმნა პროექტის ანგარიში და გამოქვეყნდება  სკოლის ვებ-გვერდზე.
პროექტით სწავლებით   მიღწეული  იქნა შედეგები:
·          სწავლის პროცესი უფრო საინტერესო გახდა როგორც მოსწალეებისთვისისე მასწავლებლისთვისვინაიდან ის თვალნათლივ ხედავს თავისი შრომის  დადებით ნაყოფს.
·         მოსწავლეებმა კარგად გაიგეს პროექტით სწავლების სტრუქტურა და გამოიმუშავეს   21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
·         ჩამოუყალიბდათ ელექტრონული დამხმარე რესურსის გამოყენებისა და მისი საშუალებით მასალის უკეთ დასწავლის უნარი.
სასწავლო პროექტზე ინფორმაცია და მასალები განთავსებულია სკოლის ვებ-გვერდზე: www.dzegvisskola.ge

დავით ნავდარაშვილი

15.12.2017 წელი



სასწავლო პროექტის გეგმა


სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
დავით ნავდარაშვილი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
მცხეთა, ს. ძეგვი
სკოლა
ძეგვის საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები, მათი რელიგიური მრწამსი და ქართული ტოლერანტობა

პროექტის შინაარსი
პროექტის მთავარი იდეა: პროექტის მთავარი მიზანია სკოლის მოსწავლეთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

პროექტის აქტუალობა: ამ პროექტის საშუალებით  ვიმედოვნებთ, რომ  კარგ სამსახურს გავუწევთ საზოგადოებას და ხელი შეეწყობა მრავალეთნიკურ საქართველოში ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის კულტურის განვითარებას.

საგანი/საგნები
ისტორია
საფეხური/კლასი
საშუალო საფეხური, X კლასი
პროექტის განხორციელების დრო
7 კვირა,
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
პროექტი არის პრობლემებზე ორიენტირებული და მიზნად ისახავს ეროვნული სასწავლო გეგმის შემდეგი სტანდარტების შუალედური დონის მიღწევას:
ისტ.X.4. მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს და შეაფასოს ისტორიული მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაციები.

•               ადარებს კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე (პიროვნებაზე) არსებულ ორი (ან სამი) ისტორიკოსის განსხვავებულ თვალსაზრისს, კრიტიკულად აფასებს მას და აყალიბებს საკუთარ შეხედულებას ამ ისტორიული მოვლენის (პიროვნების) შესახებ;
•               მსჯელობს ისტორიული ინტერპრეტაციის ჰიპოთეტურ ხასიათზე და აცნობიერებს, რომ ნებისმიერი ისტორიული  ინტერპრეტაცია შეიძლება გადაფასდეს ახალი  მასალის მოძიების (გამოქვეყნების) შემთხვევაში; 
•               ასხვავებს ისტორიულ ფაქტს ისტორიული ინტერპრეტაციისაგან.

ისტ.X.7. მოსწავლეს  შეუძლია  ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
•               დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით ირჩევს საკვლევად მისთვის საინტერესო ისტორიულ საკითხს (მოსწავლის არჩევანი შეიძლება განაპირობოს ისტორიული ნაშრომის, ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურის,  კინოფილმების, არქიტექტურული ძეგლების, სამუზეუმო ექსპოზიციების გაცნობამ ან რომელიმე თანამედროვე პოლიტიკური მოვლენით დაინტერესებამ);
•               მომავალი გამოკვლევის თემის დაკონკრეტების მიზნით არჩეულ ისტორიულ საკითხზე ეცნობა ერთ ან ორ ზოგადი ხასიათის სტატიას (მაგ.: სტატია ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში);
•               მოსწავლე ბიბლიოთეკაში კატალოგის საშუალებით მოიძიებს საჭირო ლიტერატურას და  განსაზღვრავს, გამოადგება თუ არა ესა თუ ის წიგნი ან სტატია მომავალი კვლევისათვის (მაგ.,  წიგნის შესავლის, წინასიტყვაობის, სარჩევის თავებისა და ქვეთავების   გაცნობის საშუალებით);
•               კვლევის ინტერესებიდან გამომდინარე, მასწავლებლის დახმარებით მოიძიებს, ეცნობა და აფასებს პირველად წყაროებს;

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
        სასწავლო პროექტებზე დაფუძნებული სწავლა განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის მოტივაციას. იგი აქტიურ სწავლაშია ჩართული და რეალური პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს, რის შედეგადაც სწავლა მისთვის უფრო საინტერესო და სახალისო ხდება. ამ მეთოდზე დაფუძნებული სწავლის დროს მოსწავლე გამოიმუშავებს კოგნიტიურ უნარებს, რომლებიც მას უჩვეულო და მოულოდნელი სიტუაციის ანალიზში ეხმარება.
       პროექტის მიმდინარეობისას ხდება კრიტიკული აზროვნების განვითარება, რაც ამა თუ იმ საკითხისადმი გონივრულ მიდგომას გულისხმობს. მოსწავლე ჩართულია აქტიურ სწავლაში, მუშაობს რეალური პრობლემის გადაჭრაზე, რის შედეგადაც სწავლა მისთვის უფრო საინტერესო და სახალისო ხდება. ზრდის მის პასუხისმგებლობას სწავლისადმი;
       ასევე ანვითარებს შემოქმედებით აზროვნებას. პროექტის თემის გადაჭრაზე მუშაობის დროს მოსწავლეს შეიძლება მოუხდეს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე შესაძლებლობის განხილვა, ან პრობლემის გადაჭრის რამდენიმე პასუხის პოვნა, ან ახალი (ორიგინალური) გზის ძიება და ა.შ;

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რა იწვევს ეთნოკონფლიქტს?

თემატური კითხვა


1.თქვენი აზრით ეთნოსებს შორის ურთიერთობისას რა არის  ყველაზე მნიშვნელოვანი?
2.რა როლი უკავია რელიგიურ აღმსარებლობას  ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობისას?
3.ქართული სახელმწიფოებრიობის არსებობის მანძილზე რა გავლენა მოახდინა უცხო ტომების შემოსვლამ ქვეყნის ბედზე.

შინაარსობრივი კითხვები
1.დაასახელე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები.
2.დაახასიათე საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიები.
3.რა როლი ასრულებს ქართველი  მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია საზოგადოების სულიერ განვითარებაში?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
მოსწავლეების ცოდნა შემოწმდება  ტესტირებით

ტესტირების შეფასების რუბრიკები
პროექტის მსვლელობისას
 
დისკუსია
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკები
პროექტის დასრულების შემდეგ
კონკურსი - ვიქტორინა
შეფასება მოხდება ჟიურის მიერ. ვიქტორინის შეფასების რუბრიკების შესაბამისად.

შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის მონაწილეთათვის შეფასების კრიტერიუმების მიზანია ხელი შევუწყოთ სწავლას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუქციული ფუნქციაა. ურთიერთდამოკიდებულება სწავლასა და შეფასებას შორის აშკარაა. მოსწავლეები უფრო მეტს სწავლობენ, როდესაც შეფასება დღიური რეჟიმის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის უკუკავშირითაც უზრუნველყოფს მოსწავლეებს. ამ ურთიერთკავშირის მიზეზები ადვილი გასაგებია. პრაქტიკა და უკუკავშირი ეფექტური სწავლების აუცილებელი კომპონენტებია და პროექტის მიმდინარეობისას შესრულებული დავალებები,  ტესტები და ალტერნატიული შეფასებები შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, მოახდინონ საკუთარი გაგების დემონსტრირება და მიიღონ მასწავლებლის კომენტარი. ასეთი უკუკავშირი ძალზე სასარგებლოა არა მხოლოდ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, არამედ სხვა დაინტერესებული მხარეებისთვისაც, მაგალითად, მშობლებისათვის.
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
მოსწავლეებს გამომუშავებული აქვთ სწორი კითხვის, ტექსტის გაგების, გაანალიზების უნარები. შეუძლიათ დამოუკიდებლად, წყვილებში, ჯგუფურად მუშაობა. შეუძლიათ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია. ფლობენ ინტერნეტ რესურსების მოძიების ტექნიკას.

სასწავლო პროცედურები
პროექტის დასაწყისში მოსწავლეებთან ერთად განისაზღვრება პროექტის მიზნები, მსვლელობა და შედეგები. მოხდება შესასწავლი საკითხების ღირებულების შეფასება. განსაკუთრებულ ყურადღებას დაეთმობა პრობლემურ საკითხების ანალიზს. შეაფასებენ საუკუნეთა მანძილზე ქართული რელიგიური შემწყნარებლობის  ასპექტებს.
პროექტის მსვლელობისას განხილული და შესწავლილი იქნება შემდეგი საკითხები:
1.       „რელიგიები საქართველოში.
2.       „ეთნოსები საქართველოში“.
3.       ტოლერანტობა - როგორც, საზოგადოებრივი აზროვნების ინდიკატორი.
მოსწავლეები  გაეცნობიან და გაანალიზებენ საქართველოში არსებული ყველა ეთნოსისა და რელიგიური გაერთიანების ისტორიას, კულტურას და თანამედროვე ყოფას.
მოსწავლეები შეისწავლიან განვლილი საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიური აღმსარებლობის ჯგუფების საქართველოში შემოსვლისა და დამკვიდრების ისტორიას. შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისათვის მოსწავლეები სინთეზის საშუალებით მოვლენებისა და ფაქტების სინთეზირებით აღიქვამენ ისტორიული ფაქტების სიღრმეს და მრავალმხრივობას.
პროექტის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნება ინდივიდუალური, ჯგუფური და საერთო ორგანიზების ფორმები. გაწეულ მუშაობას მოსწავლეები შეაჯამებენ დისკუსიის გამართვით.
პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე გაიმართება კონკურსი - ვიქტორინა. ვიქტორინაში მონაწილეობას მიიღებს პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლე.
პროექტის მონაწილე მოსწავლეები საკუთარი სურვილის მიხედვით შექმნიან ოთხ გუნდს ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად. თითოელ გუნდში გაერთიანდება 5 მოსწავლე, სათადარიგო - 1 მოსწავლე.
ვიქტორინა სწორედ პროექტის მსვლელობისას შესწავლილ მასალებს ეფუძნება და ამ საკითხის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ვიქტორინის მიზანია სკოლის მოსწავლეთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობა.
 ვიქტორინის მონაწილეებს საშუალება  ეძლევა  გაიღრმაო ცოდნა ჩვენი ქვეყნის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შესახებ და გახდე ამ მრავალფეროვნების დამფასებელი. ვიქტორინა გაიმართება ოთხ ტურად. სიგელებითა და სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდება ვიქტორინის ყველა მონაწილე.

 პროექტის  განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სამოქალიქო ცნობიერების ამაღლებას ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის ფარგლებში.

დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
კლასში არ არის სსსმ მოსწავლე.
ნიჭიერი მოსწავლეები
რთული დავალებების შესრულება, სიღრმისეული კვლევა მის მიერ შერჩეულ თემაზე.


სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
საქართველოს ისტორიის ნარკვევები;
ივანე ჯავახიშვილი - ქართველი ერის ისტორია;
საქართველოს ისტორია, ბ.სულაკაურის გამომცემლობა, 2016;
საყმაწვილო ენციკლოპედია, მსოფლიოს რელიგიები, გამომცემლობა დიოგენე,2008;
წერილები პატრიარქს, 2013.

ინვენტარი/მასალები
ფოტოაპარატი, პროექტორი, დინამიკები, ლეპტოპი, ფლიპჩარტი, პრინტერი
ინტერნეტრესურსები
http://google.geინფორმაციის საძიებო სისტემა
http://www.transiate.google.com - ,,გუგლის“ თარჯიმანი
http://lib.ge – ელექტრონული ბიბლიოთეკა
http://wikipedia.org - თავისუფალი ენციკლოპედია

სხვა რესურსები
მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები სხვა კლასიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები.

დავით ნავდარაშვილი


01.03.2018 წელი



სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის დავით ნავდარაშვილის (პ/ნ 31001012400)
რეფლექსია
პროექტზე: ,,საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები, მათი რელიგიური მრწამსი და ქართული ტოლერანტობა“.

2018 წლის 5 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით მე-10 კლასში განვახორციელე სასწავლო პროექტი ,,საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები, მათი რელიგიური მრწამსი და ქართული ტოლერანტობა“.
პროექტის მთავარი იდეა: პროექტის მთავარი მიზანი იყო სკოლის მოსწავლეთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობა.
პროექტის აქტუალობა: ამ პროექტის საშუალებით  ვიმედოვნებ, რომ  კარგ სამსახურს გავუწევთ საზოგადოებას და ხელი შეეწყობა მრავალეთნიკურ საქართველოში ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის კულტურის განვითარებას.
სასწავლო პროექტებზე დაფუძნებული სწავლა განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის მოტივაციას. იგი აქტიურ სწავლაშია ჩართული და რეალური პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს, რის შედეგადაც სწავლა მისთვის უფრო საინტერესო და სახალისო ხდება. ამ მეთოდზე დაფუძნებული სწავლის დროს მოსწავლე გამოიმუშავებს კოგნიტიურ უნარებს, რომლებიც მას უჩვეულო და მოულოდნელი სიტუაციის ანალიზში ეხმარება.
პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები ჩართული იყვნენ აქტიურ სწავლაში, მუშაობდნენ რეალური პრობლემის გადაჭრაზე, რის შედეგადაც სწავლა მისთვის უფრო საინტერესო და სახალისო გახდა. გაიზრდა მათი პასუხისმგებლობა სწავლის მიმართ.
პროექტის თემაზე მუშაობის დროს მოსწავლეებს  მოუხდათ პრობლემის გადაჭრის რამდენიმე შესაძლებლობის განხილვა,  პრობლემის გადაჭრის რამდენიმე პასუხის პოვნა და ახალი (ორიგინალური) გზის ძიება.
პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თემებმა: ,,მართლმადიდებლები და კათოლიკეები საქართველოში“,  ,,სომეხთა და ქართველთა სარწმუნოებრივი ურთიერთობები“, ,,კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში“. ,,აზერბაიჯანელები, რომლებიც კომპაქტურად ცხოვრობენ ქვემო ქართლში“.
სასწავლო პროექტში მონაწილე მოსწავლეებისათვის საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა კონკურსისათვის მზადება, რომელიც ვიქტორინის სახით გაიმართა. მოსწავლეები სურვილის მიხედვით გაერთიანდნენ ჯგუფებში და აქტიური მონაწილეობა მიიღეს წინა საკონკურსო დისკუსიებში.
ვიქტორინა ოთხ ტურად გაიმართა.  შესარჩევ ტურებში გაიმარჯვეს ლაშა ზარიძის და ეკა ხომერიკის გუნდებმა. მარიამ კვახაძისა და ბექა ფირანიშვილის გუნდებმა  მესამე ადგილისთვის იასპარეზეს და გამარჯვება მარიამ კვახაძის გუნდს ხვდა წილად.  ფინალური შეხვედრა  19 აპრილს გაიმართა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, ანგარიშით   24 : 17- გაიმარჯვა ლაშა ზარიძის  გუნდმა და საპატიო პირველი ადგილი დაიკავა. ვიქტორინის ყველა მონაწილე სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდა.
პროექტის სასწავლო მიზნები რეალიზებული იქნა სწავლის შედეგებით. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაც გულისხმობს ტოლერანტობის სულისკვეთების მხარდაჭერას და ასევე პირობების შექმნას ეროვნული უმცირესობების კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის, მათი თვითმყოფადობის ძირითადი ელემენტების, კერძოდ, რელიგიის, ენის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის.

დავით ნავდარაშვილი
23.04.2018 წელი


















No comments:

Post a Comment